
კაცი, ვინც 40 წლის ბიზნესმენს საკანში თავს დაესხა და სასტიკად გაუსწორდა, 28 წლის კახი მეტრეველია. თავდამსხმელის ვინაობის გაშიფვრა "შაბათის ეთერმა" მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის მიერ ბაჩიაშვილზე თავდასხმიდან მეორე დღეს გამოცემული გაჩინების შესწავლის შემდეგ შეძლო.
უფრო კონკრეტულად, 2025 წლის 12 ივლისით დათარიღებულ განჩინებაში, მოსამართლე კალატოზიშვილმა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინპექციის მიერ ბაჩიაშვილის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები კანონიერად სცნო. სწორედ ამ დოკუმენტში იპოვეს გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ის პირი, ვინც ივანიშვილის მილიარდების ყოფილ მმართველს თავს დაესხა.
აღმოჩნდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილზე თავდამსხმელი 10 წელია, სასჯელს არაერთი მუხლით იხდის, თუმცა ოჯახი ირწმუნება, რომ ის ქსნის ციხეში იყო მოთავსებული.
კახი მეტრეველს, რომელმაც გიორგი ბაჩიაშვილს ჭრილობები მიაყენა, სასტიკად, გაუსწორდა და დაკბინა, ციხე ოჯახის წევრების თქმით, რამდენიმე კვირაში უნდა დაეტოვებინა, რადგან აგვისტოში მისი პატიმრობის ვადა სრულდება.
ტვ პირველი