რეზონანსი
20.07.2025

600-მდე ბავშვმა ისარგებლა ამ შეთავაზებით, რასაც ქართველი ქართული მხარე აკეთებს უკრაინელი ბავშვებისთვის, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, რომელიც პრემიერ-მინისტრთან ერთად უკრაინელ მოსწავლეებს შეხვდა.

„რა თქმა უნდა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ჟესტი იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ომისგან მიღებული ტრავმით არიან და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, რომ ზაფხულის დღეები გაატარონ მშვიდ გარემოში, საქართველოში და მიიღონ ის სითბო, რაც მათ ძალიან სჭირდებათ ომის პირობებში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან და უკრაინასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ გიორგი კახიანთან ერთად, უკრაინელ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×