რეზონანსი
20.07.2025

დღის წესრიგში დგას სრული სიმწვავით უკრაინაში მიმდინარე პროქსი ომში საქართველოს ჩათრევის საფრთხე, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ინტერესი შეიძლება ამოძრავებდეს ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოსთან მიმართებით.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებს მაქსიმალური სიფხიზლე, წინდახედულობა ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რომ შესაბამისი გამოწვევები, რომელიც შეიძლება არსებობდეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნების კონტექსტში, თავიდან იყოს აცილებული. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ძალიან დეტალური ინფორმაცია იმასთან მიმართებით, თუ რა მზაკვრული გეგმები შეიძლება მზადდებოდეს საქართველოსთან მიმართებით, რა ინტერესი შეიძლება ამოძრავებდეს ევროპულ ბიუროკრატიას, რომლის მხრიდანაც მომდინარე პოლიტიკურმა შანტაჟმა უკანასკნელ პერიოდში ყველანაირი რეკორდი მოხსნა. გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში უკვე მთელი სიმძიმის ცენტრი არის გადმოსული სწორედაც ევროპის კონტინენტზე, ბოლო არ უჩანს უკრაინაში ომის დასრულებას და რა თქმა უნდა ამ პროქსი ომში საქართველოსაც განიხილავენ შესაბამისი გლობალური ჩრდილოვანი ძალები როგორც ერთ-ერთ პლაცდარმს, როგორც მეორე ფრონტს“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×