რეზონანსი
20.07.2025

 ვეთანხმები პარლამენტარ რატი იონათამიშვილს ერთ-ერთი ნაცგობლინის შეფასებაში და ჩემი მხრიდან დავამატებ: ე.წ. პოლიტიკოსის, პატიმარ ზურა გირჩი ჯაფარიძის პრეზიდენტ ყაველაშვილზე მძულვარებით აღსავსე წერილი მერამდენედ ამტკიცებს თუ რა ამორფულ მდგომარეობაშია ნაცსექტა ოდენ საცოდაობაში ლეგიტიმური სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, უსამშობლო, სინდისისგან დაცლილ ნაცლუზერებს სხვა არაფერი რესურსი აქვთ, გარდა იმისა, რომ იყვნენ აბეზარა მწერების მდგომარეობაში. პოლიტიკური კი არადა საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერი სფეროსთვის არიან გამოუსადეგნი.

„ვეთანხმები პარლამენტარ რატი იონათამიშვილს ერთ-ერთი ნაცგობლინის შეფასებაში და ჩემი მხრიდან დავამატებ: ე.წ. პოლიტიკოსის, პატიმარ ზურა გირჩი ჯაფარიძის პრეზიდენტ ყაველაშვილზე მძულვარებით აღსავსე წერილი მერამდენედ ამტკიცებს, თუ რა ამორფულ მდგომარეობაშია ნაცსექტა ოდენ საცოდაობაში ლეგიტიმური სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით.

უსამშობლო, სინდისისგან დაცლილ ნაცლუზერებს სხვა არაფერი რესურსი აქვთ, გარდა იმისა, რომ იყვნენ აბეზარა მწერების მდგომარეობაში. პოლიტიკური კი არადა საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერი სფეროსთვის არიან გამოუსადეგნი.

მარგინალ „ნაცბაბლში" გაკერპებულია თავად მათგანვე უწინ ვერბალურად გასაზიზღრებული, აკაკისეული „ღამურა", სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ანტიქართული პოზიციონირებით ხაზი გადაუსვა მის ადამიანობას. ამგვარი არსენალით სად არიან და კიდევ უფრო რა აქოთებულ ფსკერზე იქნებიან მანქურთები, უიოლესი მისახვედრია", - წერს აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×