რეზონანსი
20.07.2025

 ჩვენ ელექტრონული მეილის საშუალებით მივმართეთ ევროკომისრებს ამ ინფორმაციის მოთხოვნით, ეს საჯარო ინფორმაციაა. ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ იხარჯება საზოგადოების ფული. ჩვენი პირველი რამდენიმე მოთხოვნა მათ უყურადღებოდ დატოვეს, ჩვენ დავიმუქრეთ ევროპულ სასამართლოში ჩივილით და აი შემდეგ კი ევროკომისიამ შეასრულა ვალდებულება და სასურველი ინფორმაცია მოგვაწოდა, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ანდრაშ ლასლომ გადაცემაში „იმედის კვირა" არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე საუბრისას.

„ეს გახლავთ მემარცხენე პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებელი არასამთავრობო ორგანიზაციების კავშირი, მათ გვერდითაა მედია, იმავე მედიის მხარდამჭერი ენჯეოები, ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. ისინი იყენებენ „სოროსის ფონდის" სახსრებს და სხვა მემარცხენე მეწარმეების ფინანსებს. ისინი იყენებენ ეგრეთწოდებული პროგრესული ევროპული მთავრობებისგანაც ფულს, ისევე როგორც თავის დროზე ბაიდენის ადმინისტრაციისგან. ისინი როგორც წესი, ვითომ დამოუკიდებელი მედიის დაფინანსებას იბრალებენ და სამოქალაქო საზოგადოების სახელით მოქმედებენ", - აღნიშნა ანდრაშ ლასლომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×