რეზონანსი
21.07.2025

თბი­ლის­ში მა­მა­კა­ცი დაჭ­რეს. რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ჩა­უ­ტარ­და.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, სა­პი­რის­პი­რო ზოლ­ში მოძ­რავ ავ­ტო­მო­ბილს და­ე­ჯა­ხა, მძღოლ­თან სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა კი ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლის მე­ო­რე მგზავ­რმა, რო­მე­ლიც ასე­ვე ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მე­ო­რე ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი ცივი ია­რა­ღით დაჭ­რა.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, პო­ლი­ცი­ამ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე 2 პირი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის და ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით 2 პირი: 2005 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.კ. და 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.კ. და­ა­კა­ვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×