"პუტინის კულტურული მექანიზმი და მისი დანაშაულების გამხმოვანებელი" - იტალიაში ვალერი გერგიევის კონცერტი ხმაურიანი პროტესტის გამო გააუქმეს
რუსი დიქტატორი ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და მარიას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირიჟორი ვალერი გერგიევი
იტალიაში, პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების მხრიდან ხმაურიანი პროტესტის შემდეგ, ორგანიზატორებმა რუსი დირიჟორის, ოკუპანტ ვლადიმერ პუტინის გარემოცვასთან დაახლოებული ვალერი გერგიევის მონაწილეობით დაგეგმილი კონცერტი გააუქმეს.
ამის შესახებ იტალიის კულტურის სამინისტრომ და კაზერტის სამეფო სასახლის ადმინისტრაციამ ოფიციალურად გამოაცხადეს. კონცერტი სასახლის შიდა ეზოში 27 ივლისს უნდა გამართულიყო.
მარიას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისთვის, რომელიც ზაფხულის მუსიკალურ ფესტივალზე ვერდის ორკესტრის დირიჟორობას გეგმავდა, ეს უნდა ყოფილიყო პირველი კონცერტი დასავლეთში 2022 წლის შემდეგ, როდესაც გერგიევმა მხარი დაუჭირა რუსეთის ჯარების ფართომასშტაბიან შეჭრას უკრაინაში, რისთვისაც ის მიუნხენის ფილარმონიის მთავარი დირიჟორის პოზიციიდან გაათავისუფლეს.

პროტესტს მხარი დაუჭირა იტალიის კულტურის მინისტრმა ალესანდრო ჯულიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ გერგიევის მონაწილეობა მუსიკალურ ფესტივალზე შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც პოლიტიკური ჟესტი და არა უბრალოდ კულტურული ღონისძიება.
იტალიის იმ რეგიონის ხელმძღვანელმა, სადაც გერგიევის კონცერტი დაიგეგმა, ვინჩენცო და ლუკამ თავიდან წინააღმდეგობა გაუწია პროტესტის მონაწილეებს. იგი ამბობდა, რომ მშვიდობიანი დიალოგის მომხრეა და კონცერტის ჩაშლა არანაირად არ შეუწყობდა ხელს მშვიდობას ევროპაში.
ამასობაში „ნოვაია გაზეტამ" გამოარკვია, რომ 2022 წლის თებერვლიდან ფონდებმა, რომელთაც უკავშირდება გერგიევი, სახელმწიფოსგან 2 მილიარდი რუბლი (დაახლოებით 21 მილიონი ევრო) მიიღეს.
იტალიის კონცერტის გაუქმებამდე 2 დღით ადრე მოსკოვის დიდ თეატრში შედგა პრემიერა პროკოფიევის ოპერისა "სემიონ კოტკო". წარმოდგენის მუსიკალური ხელმძღვანელი ვალერი გერგიევია. სპექტაკლის დაწყებამდე მაყურებელს უჩვენეს პროპაგანდისტული სლაიდები, რომლებიც რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრას ამართლებდნენ.
აქტივისტები, რომლებიც გერგიევის კონცერტის გაუქმებას მოითხოვდნენ, გაიხსენეს 2008 წელიც, როცა რუსეთ-საქართველოს ომის დროს გერგიევმა პუტინის მხარდამჭერი კონცერტი ცხინვალში ჩაატარა.
მისი იტალიაში მიწვევა მწვავედ გააკრიტიკეს პოლიტიკოსებმა, აქტივისტებმა და ბლოგერებმა სხვადასხვა ქვეყნიდან, განსაკუთრებით უკრაინიდან, ასევე რუსეთიდან პოლიტიკურად დევნილმა მოქალაქეებმა.
"თავისუფალ რუსთა ასოციაციის" თანადამფუძნებელმა მარია რიგვავამ აღნიშნა: "„გერგიევის შემთხვევა - ესაა მუსიკა რუსული იარაღის მიერ დატოვებულ ძვლებზე. არ არსებობს "კულტურა", რომელიც ამის გამართლებას შეძლებდა".
გერმანიის ვიცე-სპიკერმა, იტალიელმა პინა პიჩერნომ გერგიევს უწოდა "პუტინის კულტურული მექანიზმი და მისი დანაშაულების გამხმოვანებელი".
რუსეთ-უკრაინის ომამდე გერგიევი რეგულარულად მართავდა კონცერტებს იტალიასა და ევროპაში, მიუხედავად მისი მჭიდრო კავშირისა პუტინთან. ის ხელმძღვანელობდა ლონდონის სიმფონიურ ორკესტრსა და მიუნხენის ფილარმონიას.