რეზონანსი
23.07.2025

ჯასტინ ტიმბერლეიკის თბილისში დაგეგმილ გრანდიოზულ კონცერტს 20 000-ზე მეტი ტურისტი ესწრება, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, ჯამში კონცერტს 55 ათასი ადამიანი დაესწრება.

„20 ათასზე მეტი ტურისტია საქართველოში ჩამოსული. ჯამში 55 ათასი ადამიანი დაესწრება გრანდიოზულ შოუს. მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰქონდეს კულტურული ჰაბის ფუნქცია. ოდითგან ვიყავით დიდი კულტურის ცენტრი. ამ მსოფლიო დონის ვარსკვლავებით, ვფიქრობ, "Starring Georgia" დაიწყებს დიდ პროექტებს, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ტურიზმს საქართველოში, ეკონომიკის წინსვლას“,- აღნიშნა რუხაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში, თბილისში მსოფლიო სუპერვარსკვლავი, ჯასტინ ტიმბერლეიკი კონცერტს გამართავს. სუპერვარსკვლავი ქართველი მსმენელის წინაშე დღეს „დინამო არენას“ სტადიონზე 21:30 საათზე წარდგება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×