
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.
ერდოღანისა და ერმაკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დლეგაციებს შორის სტამბოლში დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ შედგა.
როგორც ერმაკი აღნიშნავს, განიხილეს ვოლოდიმირ ზელენსკის, დონალდ ტრამპის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობა.
„სამშვიდობო პროცესის დინამიკას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ეხება რუსეთის მიერ გატაცებულ რეალურ ადამიანებს, რეალურ ბავშვებს და ისინი ყველანი სახლში უნდა დაუბრუნდნენ. ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის მაღალი დონის შეხვედრის საჭიროება, რათა ვიმოძრაოთ ომის დასასრულებლად რეალური მოლაპარაკებებისკენ“, – წერს ანდრეი ერმაკი.