რეზონანსი
23.07.2025

დიდი ლილოს პოლიგონზე ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობის შესახებ ხელშეკრულება შპს „თბილსერვის ჯგუფსა“ და შემსრულებელ კომპანიას შორის დღეს გაფორმდა. კონტრაქტს ხელი მოაწერეს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ და „გუმბათი ჰოლდინგის“ ხელმძღვანელმა სოსო მაჩაიძემ.

პირველ ეტაპზე მომზადდება საპროექტო დოკუმენტაცია და შემდეგ დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. ამ პროექტით ნაგავსაყრელზე მოგვარდება გარემოსდაცვითი პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი და შემცირდება სუნი. საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი ეტაპობრივად გაიწმინდება დაგროვებული ნაჟური წყლებისგან და ახალი განთავსებული ნარჩენებისგან წარმოქმნილი სითხე ავტომატურად გაიფილტრება.

 პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) გაფორმებული სასესხო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება და ღირებულება 6 466 705 ევროს შეადგენს.

დღესვე პოლიგონზე გაიმართა სამუშაო შეხვედრა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, სადაც დაიგეგმა პროექტირებისთვის საჭირო შემდგომი ნაბიჯები. „თბილსერვის ჯგუფის“, საპროექტო-სამშენებლო ტენდერში გამარჯვებული შპს „გუმბათი ჰოლდინგის“ და გერმანული მწარმოებელი კომპანია Wehrle-Werk A.G.-ის თანამშრომლებმა, ავსტრიულ საინჟინრო-საზედამხედველო კომპანია GWCC INTERVAL ZT GmbH-ის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე განიხილეს ძირითადი საკითხები და გამოწვევები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×