რეზონანსი
23.07.2025

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ იგი ევროპულ საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრ, გიუნტერ კრიხბაუმს ესაუბრა.

მისი თქმით, კრიხბაუმმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მოსახლეობას და ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ მათ "შეუძლიათ ქვეყნის ევროპული გზის დაცვა."

"ვრცელი საუბარი მქონდა ევროპულ საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან, გიუნტერ კრიხბაუმთან. მან მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ხალხს და აღნიშნა, რომ საქართველო კრიტიკულ გზაჯვარედინზე დგას - მხოლოდ მის მოქალაქეებს შეუძლიათ ქვეყნის ევროპული გზის დაცვა", - წერს ზურაბიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×