რეზონანსი
24.07.2025

 დაახლოებით ორას ოჯახზეა საუბარი, დაახლოებით 30 ბავშვზე და მართლა მრცხვენია, რომ ისეთ სახელმწიფოში და ისეთ ქალაქში ვცხოვრობთ, სადაც არცერთი თანამდებობის პირი არ არსებობს, რომელსაც რაიმე შეუძლია გაუკეთოს ამ ხალხს , - ამის შესახებ პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომელიც თვალჭრელიძის ქუჩაზე მოსახლეობასთან სოლიდარობის ნიშნად მივიდა.

მისი შეფასებით, რაც დღეს თვალჭრელიძის ქუჩაზე მოხდა, არაჰუმანურობაა და სახელმწიფო თავის მოქალაქეებს ასე არ უნდა ექცეოდეს.

"30 ბავშვი დღეს სადღაც ათენებს ღამეს იმიტომ, რომ სახელმწიფო არ გვივარგა და იმიტომ, რომ ერთი კორუმპირებული ბანდა არის ხელისუფლების სათავეში, რომელიც მარტო საკუთარი ჯიბის გასქელებაზე ზრუნავს. რა გახდა საცხოვრებლის შესახებ კანონის მიღება? რა გახდა ეკომიგრანტისთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფა?

თუ კახი კალაძე იტყვის, რომ თავისი მრავალშვილიანი ოჯახით შეძლებს თვეში 700 ლარად სადმე იცხოვროს, მაშინ ხელებს ავწევ. რამდენი ხანია, ვითხოვთ საცხოვრისის შესახებ კანონის მიღებას.

დღეს აქ რაც მოხდა, არის არაჰუმანურობა და არაადამიანურობა, სახელმწიფო თავის მოქალაქეებს ასე არ უნდა ექცეოდეს", - განაცხადა ანა დოლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×