მარიამ ვეკუა
26.07.2025

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პარასკევს განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას მხოლოდ მოლაპარაკებების გზით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში განიხილავს. ამ განცხადებამ მისი ლეიბორისტული პარტიის ბევრ წევრში იმედგაცრუება გამოიწვია. სტარმერზე ზეწოლა იზრდება - გადადგამს თუ არა ბრიტანეთი საფრანგეთის მსგავსად პალესტინის აღიარებისკენ ნაბიჯს და რა იქნება ისრაელის პასუხი

ჯიპას პროფესორმა თორნიკე შარაშენიძემ „რეზონანსთან" განაცხადა, რომ პალესტინის აღიარების საკითხში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მაინც ისრაელია - თუ „სადამდე წავა ისრაელი".

„მე არ მგონია, რომ ისრაელი ასე მარტივად გაჩერდეს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ აღიარებს პალესტინას. სადამდე წავა ისრაელი - ეს არის მნიშვნელოვანი. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს აშშ-ის დახმარებასაც, ხო, რადგან სწორედ აშშ ეხმარება ისრაელს, ამიტომაც აგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს. ამიტომ ჯერ გარკვეული არაფერია," - განაცხადა შარაშენიძემ.

კითხვაზე, გადადგამს თუ არა ბრიტანეთი პალესტინის აღიარებისკენ ნაბიჯს იმის ფონზე, რომ მას აშშ-ის საგარეო კურსთან ბევრი საერთო აქვს, ეს უკანასკნელი კი ისრაელს უჭერს მხარს, შარაშენიძე გვპასუხობს:

„სწორედ ამ ფაქტორის გამო ბრიტანეთი აღიარებაზე ძალიან თავშეკავებულად და ფრთხილად საუბრობს. აღნიშნავს, რომ მხოლოდ და მხოლოდ სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ დაიწყება პროცესიო. საფრანგეთი კიდევ უფრო დამოუკიდებელია ამერიკისგან და ამიტომაც გადადგა პალესტინის აღიარების ნაბიჯი."

თორნიკე შარაშენიძემ ისაუბრა საფრანგეთზეც. მისი თქმით, საფრანგეთი დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს და პალესტინის აღიარების ინიციატივაც ამის გამოხატულებაა, რომ ბრიტანეთისგან განსხვავებით, აშშ-ისგან ბევრად დამოუკიდებელია:

„საფრანგეთი ყოველთვის ცდილობს გაატაროს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, დამოუკიდებელი მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, რომ გამოიჩინა თავი, როგორც მოთამაშემ, რომელიც თამაშობს დამოუკიდებლად და იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას - ეს არის მთავარი მოტივი.

მეორე მოტივი - საფრანგეთი ითვალისწინებს მუსლიმანების აზრს, რადგან საფრანგეთში ბევრი მუსლიმანი ცხოვრობს. მესამე - ბევრს არ მოსწონს, რას აკეთებს ისრაელი ღაზას სექტორში. ესეც უნდა გავითვალისწინოთ, არც მე არ მომწონს არანაირად, ამიტომაც აღიარა პალესტინამ. ჯერჯერობით ეს გადამწყვეტი არ არის - გააჩნია, ისრაელი სადამდე წავა და რის უფლებას მისცემენ მას," - განაცხადა ჯიპას პროფესორმა.

სტარმერის მიდგომა პალესტინის საკითხისადმი კიდევ უფრო გართულდა პარასკევს, შოტლანდიაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიზიტის ფონზე, რომელთანაც მას თბილი ურთიერთობა აკავშირებს. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ბრიტანეთი იშვიათად სცილდება შეერთებული შტატების კურსს.

„კითხვა შეეხება აშშ-ზე დამოკიდებულებას და იმას, შეუძლია თუ არა ლონდონს ვაშინგტონთან - რომელიც ასე მჭიდროდ არის დაკავშირებული თელ-ავივთან - განხეთქილების გამოწვევა," - განაცხადა ჰ.ა. ჰელიერმა, ლონდონის სამეფო გაერთიანებული სერვისების ინსტიტუტის უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა.

„ლონდონის მთავრობის უმაღლეს ეშელონებში არსებობს განცდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შეიძლება ძალიან მარტივად და არაპროგნოზირებადად შეცვალოს მიდგომა იმ საკითხების მიმართ, რომლებიც დიდ ბრიტანეთს რეალურად აწუხებს."

რა პოზიცია აქვს ბრიტანეთს

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს - თუმცა ამ გადაწყვეტილებამ, ისრაელისა და შეერთებული შტატების მხრიდან მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა.

მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ისრაელში ღაზას ომის დასრულების გზების განხილვის შემდეგ, სტარმერმა პარასკევს აღნიშნა, რომ ის კონცენტრირებულია „პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე", რომლებიც, მისი აზრით, რეალურ ცვლილებას შეიტანს ომის დასრულების პროცესში.

„პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი უნდა იყოს. ამ საკითხში მე ცალსახა ვარ," - განაცხადა სტარმერმა.

„თუმცა ეს უნდა იყოს უფრო ფართო გეგმის ნაწილი, რომელიც საბოლოოდ ორი სახელმწიფოს შორის ომს დაასრულებს და პალესტინელებისა და ისრაელებისთვის ხანგრძლივ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს."

პარასკევს პარლამენტის 220-ზე მეტმა წევრმა - თემთა პალატის კანონმდებლების დაახლოებით მესამედმა, ძირითადად ლეიბორისტებმა - სტარმერს წერილი მისწერა, რომელშიც მას პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენმოუწოდებდნენ.

ბრიტანეთის ზედიზედ რამდენიმე მთავრობამ განაცხადა, რომ ოფიციალურადპალესტინის სახელმწიფოს მაშინ აღიარებს, როცა საჭირო დრო დადგება, თუმცა არც ვადები დაუდგენია და არც კონკრეტული პირობები უთქვამს.

„ძალიან მორცხვი"

ლონდონის ლეიბორისტი მერი, სადიკ ხანი, ახალ ჩარჩოს ასახელებს, ხოლო პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ლეიბორისტმა კანონმდებლებმა ამ კვირაში განაცხადეს, რომ ბრიტანეთმა პალესტინის სახელმწიფო უნდა აღიაროს. მთავრობის მინისტრმა, შაბანა მაჰმუდმა, აღნიშნა, რომ ეს „მრავალჯერად სარგებელს" მოუტანს და ამავდროულად ისრაელისთვის მკაფიო გზავნილიც იქნება.

პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა პარასკევს განაცხადა, რომ „მთავრობას არ შეუძლია ელოდოს იდეალურ დროს, რადგან გამოცდილება აჩვენებს, რომ იდეალური დრო არასდროს დადგება".

პარლამენტის ერთ-ერთმა ლეიბორისტმა წევრმა „როიტერსს" განუცხადა, რომ პარტიაში სტარმერის მიმართ უკმაყოფილება არსებობს , რადგან ისრაელის ქმედებების დაგმობის შემდეგ დიპლომატიური ნაბიჯები არ გადადგმულა.

„ჩვენი უმეტესობა აღშფოთებულია ღაზაში მიმდინარე მოვლენებით და ვფიქრობთ, რომ ზედმეტად მორცხვები ვართ," - განაცხადა კანონმდებელმა „როიტერ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×