რეზონანსი
26.07.2025

საქართველოს ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ არ გვყავს ოპოზიცია. ეს არ არის ოპოზიცია - ვისთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობები. ეს არის უმეცარი ხალხი, რომელიც მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, რას უბრძანებენ, - განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „დღის ქრონიკა".

მან იმ სავარაუდო კონფიგურაციაზეც ისაუბრა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე ოპოზიციას ექნება.

„აქ ნათელია - ამათმა პატრონებმა ასე დაყვეს - „ლელო" და გახარია მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, დანარჩენები არ მიიღებენ. რისთვის არის ეს - ესენი რომ წააგებენ, ყველამ კარგად იცის, ამიტომ შეიქმნება სურათი, რომ ოპოზიციის ნაწილი წავიდა კონსტრუქციულად და მეორე ნაწილი მერე გააპროტესტებს „გაყალბებულ არჩევნებს".

ეს ხომ ათასჯერ გავლილი სცენარია. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს 340 თანამშრომელი ჰყავს საქართველოში, აქედან 40 თუ არის დიპლომატი, დანარჩენი დაზვერვაა. ამ დაზვერვამ ისიც ვერ დაადგინა, რომ სალომე ზურაბიშვილი ვერ იქნება საქართველოში ლიდერი, ლიდერი ვერ იქნება - ჩერგოლეიშვილი, ხაბეიშვილი, გახარია", - განაცხადა ხაინდრავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×