
ცნობილი დირიჟორის, კარლო პონტისა და მისი რჩეულის მარიამ შარმანაშვილის თბილისი ქორწილი დღეს იმართება. ცოტა ხნის წინ თამარ ივერმა გამოაქვეყნა ფოტოები, ჯვრისწერის ცერემონიიდან. ნეფე-პატარძალი ჩოხა-ახალუხით არის წარმოდგენილი.
ცნობილი მსახიობი სოფი ლორენი შვილის ქართულ ქორწილს არ ესწრება. ის ჟენევაში გასამართ ქორწილში იქნება, სადაც წყვილი ხელს მოაწერს.
მარიამი პროფესიით ფარმაცევტია, ზუმბას ინსტრუქტორობა კი ოჯახის დანგრევის შემდეგ გადაწყვიტა. ის ამბობს, რომ ზუმბა სტრესთან გამკლავებაში ძალიან დაეხმარა. მისი წარმატების საიდუმლოდ მადლიერებას მიიჩნევს, ყოველთვის სჯეროდა, რომ იღბლიანი გოგო იყო და არასოდეს დაუკარგავს მომავლის იმედი.


სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე