რეზონანსი
27.07.2025

ბატონი ჯაფარიძის განცხადებებს ჩვენთვის არანაირი ფასი არ აქვს, იგი პოლიტიკასაც ჩამოცილებულია, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

„ჩვენი საზოგადოება რა თქმა უნდა რწმუნდება, რომ ეს რიტორიკა, რასაც ოპოზიცია ატარებს არის ყველანაირ საფუძველს გამოცლილი. „ნაციონალური მოძრაობის" დროს გასხვისდა ჩვენი ყველა სტრატეგიული ობიექტი და გადაეცა რუსეთი სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ კომპანიებს, ეს ნიშნავს რუსეთის გავლენების გაზრდას საქართველოში.

ბატონი ჯაფარიძის განცხადებასაც შევახსენებ საზოგადოებას, როდესაც 2012 წელს იგი ამ თემასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ მე ვერაფერს ცუდს იმაში ვერ ვხედავ, რომ რუსული კომპანიების ხელში არის საქართველოს ყველა სტრატეგიული ობიექტი", - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მმართველი გუნდი ზურა გირჩი ჯაფარიძეს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. „ქართული ოცნების" წევრები ჯაფარიძეს წარსულს ახსენებენ და აცხადებენ, რომ ზურა ჯაფარიძე გულწრფელი მხოლოდ მაშინ იყო, როდესაც ამბობდა, რომ ნაცმოძრაობას დანაშაულები არ ჩაუდენია. ამბობენ, რომ პრორუსული იარლიყის მიკერება, „დიფ სთეითის" ერთ-ერთი გამოვლინებაა. ცნობისთვის, ჯაფარიძის ფეისბუქ გვერდზე, მისი სახელით გამოქვეყნდა განცხადება, სადაც საუბარია, რომ თითქოს ხელისუფლება ერთი ერთში იმეორებს რუსულ ნარატივს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×