
"უკვე ვეჩვევი, რომ მე იქით უნდა წავიდე... არ მინდა წასვლა" - რას ამბობს ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე
"უკვე ვეჩვევი, რომ მე იქით უნდა წავიდე", - ამბობს ლეგენდარული მომღერალი, ნანი ბრეგვაძე. მომღერალმა, რომელიც 21 ივლისს 89 წლის გახდა, ახლახან აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუ მისცა, სადაც სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა.
"უკვე ვეჩვევი, რომ მე იქით უნდა წავიდე. არ მინდა რასაკვირველია წასვლა და სულ, ყოველ წელს ვეხვეწები ღმერთს - "კიდევ ერთი წელიწადი მაჩუქე".
მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები მაწუხებს და როგორ შეიძლება არ გტკიოდეს, რაღაც არ გაწუხებდეს ფიზიკურად, მაგრამ მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე, ძალიან მიყვარს ხალხი და მხოლოდ ჩემს ოჯახზე არ არის ლაპარაკი.
და ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემს გვერდით ის მეგობრები აღარ არიან, რომლებიც მართლა მავსებდნენ, ჩემს ცხოვრებას ალამაზებდნენ.
მეგობარს სხვა ადგილი უკავია ცხოვრებაში, ის სხვა განზომილებაა, სხვა დამოკიდებულება გაქვს. რასაც ბავშვებს ვერ ეტყვი, მეგობრებს უზიარებ", - ამბობს მომღერალი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე