რეზონანსი
29.07.2025

 "ქართული გამოთქმა არსებობს - "ქურდის ქურდი ცხონდაო" - ბიძინას კორუფციას ვერავინ დააბრალებს, თვითონ არაფერი მოუპარია, სხვებმა მოიპარეს და იმათ ართმევს, ერთგვარი არსენა ოძელაშვილია" - გია ხუხაშვილი

ბი­ძი­ნას კო­რუფ­ცი­ას ვე­რა­ვინ და­აბ­რა­ლებს, თვი­თონ არა­ფე­რი მო­უ­პა­რია, სხვებ­მა მო­ი­პა­რეს და იმათ არ­თმევს, ერ­თგვა­რი არ­სე­ნა ოძე­ლაშ­ვი­ლია - მის კე­თილ­დღე­ო­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ად­გა და შევ­სე­ბა უნდა, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში „პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცე" გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ატა­რებს ოპე­რა­ცი­ას, რომ­ლის მი­ზა­ნიც ყო­ფი­ლი ან მოქ­მე­დი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მიერ კო­რუფ­ცი­უ­ლი გზით და­უფ­ლე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის ამო­ღე­ბაა.

„ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს პი­რა­დად შე­ექ­მნა პრობ­ლე­მე­ბი. მის კე­თილ­დღე­ო­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ად­გა და ამან და­აჩ­ქა­რა პრო­ცე­სი. პრო­ცე­სი და­აჩ­ქა­რა მისი კე­თილ­დღე­ო­ბის შე­ფერ­თხვამ და ამ ყვე­ლაფ­რის შევ­სე­ბა უნდა. მან და­ი­წყო თა­ვი­სი ცხვრე­ბის პარსვა და ამ ოპე­რა­ცი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, მას სტე­რი­ლუ­რად შე­ნა­ხუ­ლი ჯგუ­ფი ჰყავ­და კო­ბა­ხი­ძის ჯგუ­ფის სა­ხით, რომ­ლე­ბიც ნაკ­ლე­ბად შემ­ჩნე­უ­ლი იყ­ვნენ კო­რუფ­ცი­ა­ში და მათი ხე­ლით, და­გე­ში­ლი ლეკ­ვე­ბის ხე­ლით, და­ი­წყო ეს პრო­ცე­სი. თვი­თონ არ ჩნდე­ბა, ვი­თომ არა­ფერ შუ­ა­შია.

ქარ­თუ­ლი გა­მოთ­ქმა არ­სე­ბობს - „ქურ­დის ქურ­დი ცხონ­დაო". ბი­ძი­ნას კო­რუფ­ცი­ას ვე­რა­ვინ და­აბ­რა­ლებს, თვი­თონ არა­ფე­რი არ მო­უ­პა­რია, სხვებ­მა მო­ი­პა­რეს და იმათ არ­თმევს, ერ­თგვა­რი არ­სე­ნა ოძე­ლაშ­ვი­ლია. რა­ღაც ნა­წილს მერე ქველ­მოქ­მე­დე­ბა­შიც გა­და­აგ­დებს და გვე­ტყვი­ან მერე, რომ მდი­დარს წა­არ­თვა და ღა­რი­ბებს მის­ცა. 5-10%-ს სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტებ­ში გა­უშ­ვებს.

ეს არის სუფ­თა კრი­მი­ნა­ლუ­რი ოპე­რა­ცია. ამ პრო­ცეს­ში ვი­ღა­ცას­თან მო­ი­ლა­პა­რა­კე­ბენ და მო­ი­ტანს ფულს. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რომ იმა­ზე მეტს სთხო­ვენ, ვიდ­რე შე­უძ­ლია რომ მო­ი­ტა­ნოს. გა­ვიხ­სე­ნოთ რიჟ­ვა­ძის „ქე­ი­სი", იმა­ზე მეტი მოს­თხო­ვეს, რაც შე­ეძ­ლო და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნეს ფაქ­ტობ­რი­ვად კაცი. ვი­ღა­ცებ­თან დღე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. კა­ლა­ძეს­თა­ნაც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მი­დის, ამის ბევ­რი სიმპტო­მი არ­სე­ბობს", - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

რო­გორც გია ხუ­ხაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის­თვის, კახა კა­ლა­ძის­თვის, სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ კვლავ გახ­დეს მერი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კო­რუფ­ცი­ის გამო და­ი­ჭე­რენ.

„კახა კა­ლა­ძის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ თბი­ლი­სის მე­რად დარ­ჩეს. მას უნდა წას­ვლა, მე ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სულ არა­ფერ­ში არ ჭირ­დე­ბა მე­რო­ბა, რაც უკვე აქვს იმი­თაც ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლია, მაგ­რამ ეს­მის, რომ ერ­თა­დერ­თი, რაც მას იმუ­ნი­ტეტს მი­ა­ნი­ჭებს, ეს არის მე­რად დარ­ჩე­ნა, ყვე­ლა სხვა შემ­თხვე­ვა­ში ის გა­ი­ზი­ა­რებს ძა­ლი­ან მძი­მე ბედს. რო­გორც ჩანს მას წა­უ­ყე­ნეს რა­ღაც პი­რო­ბე­ბი. პა­რა­ლე­ლუ­რად უყუ­რებ­და, რომ ერთი და­ი­ჭი­რეს, მე­ო­რე და­ი­ჭი­რეს, მე­სა­მე და­ი­ჭი­რეს და თან გან­ცხა­დე­ბე­ბი კეთ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა შენ კი არ და­გა­ყე­ნოთ, სხვა და­ვა­ყე­ნო­თო. ფიქ­რობს, რომ სხვა რომ და­ა­ყე­ნონ თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტად, მე და­მი­ჭე­რენ, ამი­ტომ გა­ტყდა. ეს არის წმინ­და წყლის მა­ფი­ო­ზუ­რი, კრი­მი­ნა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია სის­ტე­მის შიგ­ნით, კრი­მი­ნა­ლუ­რი-ჩა­ცუც­ქუ­ლი გარ­ჩე­ვე­ბი მი­დის, ამ­დე­ნი მო­ი­ტა­ნე, იმ­დე­ნი მო­ი­ტა­ნე", - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×