რეზონანსი
30.07.2025

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, თაღ­ლი­თო­ბის ბრალ­დე­ბით, „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს წევ­რი ლაშა ცა­ნა­ვა და­ა­კა­ვეს. რო­გორც სუს-ის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტორ­მა, ემ­ზარ გაგ­ნი­ძემ, დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ლე­ვან ცა­ნა­ვა უცხო ქვეყ­ნის ერთ-ერთ მო­ქა­ლა­ქეს თა­ვი­სი კავ­ში­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თწ­ლი­ა­ნი ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მო­პო­ვე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას შეჰ­პირ­და, რის სა­ნაც­ვლო­დაც მას 5 600 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი მოს­თხო­ვა.

ლაშა ცანავას დაკავებას ნაცმოძრაობის გააქტიურებული ლიდერი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

"ეს კაცი ჩემი ძმაკაცია და არც ერთ ბრძოლაში არ დავუტოვებივარ კი არა, ჩემს წინააღმდეგ ტიტუშკის მოქნეულ - ქვას, ხელს, ხელკეტს მის თავსა და მუშტს უშვერდა!!! სიცოცხლის ფასად მეფარებოდა ყველა ჯერზე და მხოლოდ ამიტომ მოუწყვეს პროვოკაცია!!!

წესიერი კაცია, მშრომელი - ოჯახი და შვილები, რომ გამოეკვება დაცვაში მუშაობდა, ღამეებს ათენებდა, მძღოლადაც მუშაობდა რიგ შემთხვევაში და შეხება ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან... დახმარებას თუ სთავაზობდა საბუთების მოწესრიგებაში, ამაში დანაშაული სად არის?! იუსტიციის სახლთან ასეთი დახმარების შეთავაზებით ასობით ადამიანი დგას და მუშაობს. მაგრამ, ლაშა "სუსის" აგენტ-პროვოკატორი მიუგზავნეს და კამერით გადაუღეს.

საზოგადოება კარგად ხედავს ჩემ წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას - შიდა თუ გარე მტრის მიერ. არ დავიღლები და ვერც ამ ფორმით გამტეხთ!!! თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლაშა ცანავას სახელსა და გვარს დავემალები, ძალიან შემცდარა!!!

ძმობა, მეგობრობა და კაცობა უპირველეს ყოვლისა", - წერს ხაბეიშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×