რეზონანსი
30.07.2025

რუსეთმა სანქციების მიმართ იმუნიტეტი გამოიმუშავა, - ასე ეხმაურება კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად რუსეთისთვის დაწესებული საბოლოო ვადის 10 დღემდე შემცირებას.

„გარკვეული იმუნიტეტი უკვე გამოვიმუშავეთ. ჩვენ ამ საკითხზე კვლავ ვაფიქსირებთ ყველა განცხადებას, რომელიც პრეზიდენტ ტრამპისგან მოდის ან სხვა საერთაშორისო წარმომადგენლებისგან", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინასთან შეთანხმების მისაღწევად ვლადიმერ პუტინს 10-დღიანი საბოლოო ვადა მისცა.

„დღეიდან 10 დღე. ამის შემდეგ ტარიფებსა და სხვა რაღაცებს შემოვიღებთ, და არ ვიცი ეს გავლენას მოახდენს თუ არა რუსეთზე, ვინაიდან მას [პუტინს] აშკარად, სავარაუდოდ, ომის გაგრძელება სურს. მაგრამ, ტარიფებს შემოვიღებთ და სხვადასხვა რაღაცებს. შეიძლება გავლენა მოახდინოს ან არ მოახდინოს მათზე", - აღნიშნა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×