რეზონანსი
30.07.2025

შალვა პაპუაშვილმა გიორგი ბაჩიაშვილს, რომელიც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მილიონებს განკარგავდა, "თაღლითი" და "ჩვეულებრივი მაქინატორი" უწოდა. 

პაპუაშვილის მტკიცებით, ბიზნესმენის სი­ტყვის მი­მართ და­მა­ჯე­რებ­ლო­ბა ძა­ლი­ან და­ბა­ლია. 

სა­სა­მარ­თლოს მიერ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ადა­მი­ა­ნი არის თაღ­ლი­თი, რო­მელ­მაც მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტი მი­ი­სა­კუთ­რა, შემ­დეგ მან­ქა­ნა იყი­და, გა­და­ა­კე­თა, საბარგულში ჩა­ი­მა­ლა და სა­ზღვა­რი ასე გა­დაკ­ვე­თა. არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მაქინატორი, თა­ვა­დაც არ უნდა უკ­ვირ­დეს, რომ მისი სი­ტყვის მი­მართ დამაჯერებლობა ძა­ლი­ან და­ბა­ლია.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა უყუ­რებს და ხე­დავს, ვინ არის პი­როვ­ნუ­ლად, ქცე­ვით და თა­ვი­სი დანაშაულით და­ნარ­ჩენს სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავს და და­ად­გენს“, - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

გიორგი ბაჩიაშვილი  ივანიშვილის წინააღმდეგ სასამართლოს პირველ  ჩვენებას აძლევს. ბიზნესმენი მოსამართლეთა კოლეგიას დეტალურად უყვება  რომ ბრალდება რომლის გამოც ციხეში გამოკეტეს აბსურდულია. 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის  ვალი არასდროს ჰქონია და მასთან არც საერთო ბიზნეს არ ფლობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×