რეზონანსი
30.07.2025

დღეს მმართველი პარტიისგან მკაფიოდ გახმოვანდა, რომ „ქართული ოცნებიდან“ დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება. ის დამსახურებულად არის წარდგენილი, უალტერნატივო და უკონკურენტოა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ზარქუას თქმით, კახა კალაძისა და მისი გუნდის პირობებში დედაქალაქი უფრო მიმზიდველი,  ლამაზი და  დახვეწილი გახდა.

„მისი მმართველობის პერიოდში არ ყოფილა ისე, რომ რეკრეაციულ ზონაში სამშენებლო პროცესი გაგრძელებულიყო ან დაწყებულიყო, როგორც ეს უგულავას დროს იყო. მისი მმართველობის დროს დედაქალაქს სატყეო ზონა დაუბრუნდა, ათასობით პარკი და სკვერი განახლდა და დედაქალაქს ახალი შეემატა. კახა კალაძისა და მისი გუნდის პირობებში დედაქალაქი უფრო მიმზიდველი, უფრო ლამაზი და უფრო დახვეწილი გახდა. ბუნებრივია, არის გამოწვევები და დარწმუნებული ვარ, მესამე ვადაში კახა კალაძე ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადებით, მგონია, წერტილი დაესვა იმ უთავბოლო რაღაც გაუგებარ ინტერპრეტაციებს უსამშობლოთა კლანში, მათ რადიკალურ ოპოზიციაში. კიდევ ერთხელ იმის დასტურია, რომ აზრზე არ არიან, რა ხდება, ის ჭორაობა, ჩასაფრებული პოზიციები და ინტერპრეტაციები ჩვენი კოლეგის განცხადებაზე, რაც ატეხეს. მიხარია, რომ ამას საბოლოოდ წერტილი დაესვა და კახა კალაძე იქნება გამარჯვების სიმბოლო მთელი დანარჩენი 63 მუნიციპალიტეტისთვის“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×