რეზონანსი
30.07.2025

კახა კალაძემ დაამტკიცა, რომ საუკეთესო მერია, ვინც კი ქალაქს ჰყოლია, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, კალაძეს აქვს რესურსი, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს, რათა თბილისი თანამედროვე ევროპულ ქალაქად გადაიქცეს.

„ნებისმიერი თბილისელისთვის ან ვინც თბილისს სტუმრობდა ათი წლის წინ და ახლა ესტუმრა ისევ, ცვლილებები ნათელი იქნება. ინფრასტრუქტურულ ცვლილებებს ვგულისხმობ, რაც ქალაქში განხორციელდა დედაქალაქის რთული პრობლემების მიუხედავად. მათ შორის არის ამორტიზებული საცხოვრებელი სახლები, რთული რელიეფი და ინფრასტრუქტურის მოძველებული ნაწილი – კახი კალაძეს ეს მემკვიდრეობა დახვდა. მან თავისი ორი ვადის განმავლობაში მოახერხა, დიდი ცვლილებები განეხორციელებინა. რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალურად არ არის, მაგრამ მან დაამტკიცა, რომ საუკეთესო მერია, ვინც კი ქალაქს ჰყოლია. მას აქვს რესურსი და პოტენციალი აქვს, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს, რათა თბილისი თანამედროვე ევროპულ ქალაქად გადაიქცეს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×