რეზონანსი
30.07.2025

  "პირ­ვე­ლი აგ­ვის­ტო ყვე­ლას თა­ვის ნამ­დვილ და სა­მუ­და­მო სა­ხელს და­არ­ქმევს - ჩვენ, ვინც მზი­ას მხა­რე­ზე ვართ, სა­მარ­თლის­თვის ვიბ­რძვით და სა­ქარ­თვე­ლოს ღირ­სე­უ­ლი წარ­სუ­ლი­სა და მო­მავ­ლის მხა­რე­ზე ვართ, და ამაყ­ნი ვართ, ასე­თი ძლი­ე­რი და მარ­თა­ლი ქა­ლის გვერ­დში რომ ვართ", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და "ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა" და "ნეტ­გა­ზე­თის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის საქ­მე­ზე დას­კვნი­თი სხდო­მას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც 1-ელ აგ­ვის­ტოს გა­ი­მარ­თე­ბა.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, 1-ელი აგ­ვის­ტო იქ­ნე­ბა დღე, რო­მე­ლიც ყვე­ლას შე­ე­ხე­ბა და ყვე­ლას ლუსტრა­ცია მოხ­დე­ბა.

"1-ელი აგ­ვის­ტო ამ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ჩა­ე­წე­რე­ბა სა­მუ­და­მოდ რო­გორც გზა­სა­ყა­რი. იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო 2025 წლის პირ­ველ აგ­ვის­ტომ­დე და პირ­ველ აგ­ვის­ტოს შემ­დეგ. იმა­ზე თუ რო­გორ ჩა­ე­წე­რე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის ფურ­ცლებ­ზე, რო­მე­ლიც ამ­დენ გმირს, პატ­რი­ოტს, ამ­დენ წმინ­დანს, ამ­დენ ღირ­სე­ულ ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში სულ­და­ლე­ულ შვილს ით­ვლის, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ვინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში. ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მო­სა­მარ­თლი­დან და­წყე­ბუ­ლი (სა­ხე­ლის ესო­დენ დის­კრე­დი­ტა­ცია რა ფულ­მა უნდა ჩა­მო­რე­ცხოს), ერთი ლოყა გა­ლე­წი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის ჩათ­ვლით (ის ნამ­დვი­ლად შევა ის­ტო­რი­ა­ში რო­გორც გა­წით­ლე­ბუ­ლი ლო­ყის მქო­ნე, ოღონდ სირ­ცხვი­ლის­გან კი არა, არა­მედ არა­კა­ცო­ბის­გან გა­წით­ლე­ბუ­ლი, ვით ლო­ყა­ზე დას­მუ­ლი წა­რუშ­ლე­ლი ლაქა), და მმარ­თვე­ლი გუნ­დის ყვე­ლა წევ­რით, ივა­ნიშ­ვი­ლი, კო­ბა­ხი­ძე­ე­ბით ....

ის­ტო­რია უმ­კაც­რე­სი რა­მაა, უკ­ვდა­ვი და მუდ­მი­ვი მხო­ლოდ მისი გა­ნა­ჩე­ნია! ჯერ კი­დევ ერთი ბეწო იმე­დი დაგ­ვრჩე­ნია, რამე შერ­ჩე­ნილ ადა­მი­ა­ნო­ბის გაღ­ვი­ძე­ბი­სა ( ქრის­ტი­ა­ნე­ბი თუ ვართ სავ­ლე და პავ­ლე მა­ინც გვახ­სოვ­დეს უნდა), მაგ­რამ პირ­ვე­ლი აგ­ვის­ტო ყვე­ლას თა­ვის ნამ­დვილ და სა­მუ­და­მო სა­ხელს და­არ­ქმევს.

ეს დღე ყვე­ლას ეხე­ბა და ყვე­ლა­სი ლუსტრა­ცია იქ­ნე­ბა: ან სა­მარ­თლის მხა­რეს ხარ, ან შე­კე­რი­ლი მო­გო­ნი­ლი საქ­მის და ტო­ტა­ლუ­რი უსა­მარ­თლო­ბის. აქ ტყუ­ი­ლი ბრალ­დე­ბე­ბი ვერ გაჭ­რის: მზი­ას "ნა­ცე­ბის" მომ­ხრედ, გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მომ­ხრედ ან ვინ­მეს აგენ­ტად ვერ მო­ნათ­ლავ! და ვინც უყუ­რებს ამ ერთ ქალს, რო­გორ არაფ­რის გუ­ლის­თვის ( თუმ­ცა ღირ­სე­ბის დაც­ვა არა­ფე­რი არ არის) აწა­მე­ბენ, ან ხე­დავ და გეს­მის რას უკე­თე­ბენ ხალ­ხსა და ქვე­ყა­ნას, ან ბრმა და ყრუ ხარ და ყვე­ლა­ფერ­ზე აწი და­ხუ­ჭავ თვალს, სა­ნამ შენ არ შე­გე­ხე­ბი­ან ... უკვე გვი­ან, ძა­ლი­ან გვი­ან იქ­ნე­ბა!

აქეთ კი, დღეს ჩვენ, ვინც მზი­ას მხა­რე­ზე ვართ, სა­მარ­თლის­თვის ვიბ­რძვით და სა­ქარ­თვე­ლოს ღირ­სე­უ­ლი წარ­სუ­ლი­სა და მო­მავ­ლის მხა­რე­ზე ვართ, და ამაყ­ნი ვართ, ასე­თი ძლი­ე­რი და მარ­თა­ლი ქა­ლის გვერ­დში რომ ვართ!" - წერს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×