|

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სპეცტექნიკის საშუალებით მუხათგვერდის გზის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. არეალი გაიწმინდა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ.
„გამომდინარე იქიდან, რომ ზაფხულის განმავლობაში მატულობს სარემონტო სამუშაოები, ამ მხრივ მდგომარეობა ამ სეზონზე რთულდება. მთელი ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილებში ყოველდღიურად გვხვდება სამშენებლო ნარჩენი, ძველი ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ავტომანქანის მეორადი ნაწილები და საბურავები. ამასთანავე, კონტეინერებში სამშენებლო ნარჩენის განთავსება იწვევს ნაგავმზიდი მანქანების დაზიანებას, რომლის შეკეთებაც საკმაოდ დიდ ხარჯებს და დროს მოითხოვს. დედაქალაქის მოსახლეობას მოვუწოდებთ, არ დაანაგვიანონ ქალაქის შემოგარენი, გამწვანებული სივრცეები და ქუჩები, ისარგებლონ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელსაყრელი, შეღავათიანი მომსახურებით“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.


|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|