რეზონანსი
02.08.2025

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 აგვისტოს უმაღლეს რადას წარუდგინა კანონპროექტი უკრაინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ასწლიანი პარტნიორობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. 

უკრაინამ და გაერთიანებულმა სამეფომ 16 იანვარს ხელი მოაწერეს ისტორიულ 100-წლიან პარტნიორობის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების კავშირების გაღრმავებას და მომავალი თაობებისთვის პარტნიორობის გაძლიერებას.

ეს შეთანხმება დაიდო 2024 წლის 12 იანვარს ხელმოწერილი უსაფრთხოების შეთანხმების საფუძველზე.

ახალი შეთანხმება კიევსა და ლონდონს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აფართოებს და მას ათწლიანი პერიოდიდან 100 წლამდე ახანგრძლივებს.

დოკუმენტი მოიცავს თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის, საზღვაო სფეროს, ეკონომიკის, ენერგეტიკის, მართლმსაჯულების (მათ შორის საერთაშორისო), დეზინფორმაციასთან ბრძოლის და სხვა საკითხებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×