რეზონანსი
03.08.2025

ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა საგამოძიებო კომისიის მიერ, ყველა ინტერესით ველოდებით საბოლოო დასკვნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა.

მისი თქმით, საკმაოდ მოცულობითი და შინაარსობრივად დატვირთული დოკუმენტი მზადდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა საგამოძიებო კომისიის მიერ. ყველა ინტერესით ველოდებით საბოლოო დასკვნას. ვიცით, რომ საკმაოდ მოცულობითი და შინაარსობრივად დატვირთული დოკუმენტი მზადდება. წინ არ გავუსწროთ მოვლენებს და დაველოდოთ დოკუმენტის შინაარსს", - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, 4 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×