რეზონანსი
03.08.2025

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი კრივონოჟკო უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მთავარსარდლად დანიშნა.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ამის შესახებ Telegram-ზე განაცხადა.

„დღეს მე გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი კრივონოჟკო უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მთავარსარდლად დავნიშნე, რათა, მომავალში უკრაინის საბრძოლო ავიაცია და საჰაერო თავდაცვის ძალები ყოვლისმომცველად და ეფექტურად განვითარდეს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც UNIAN იტყობინება, კრივონოჟკო ადრე საჰაერო ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

2024 წლის 30 აგვისტოს პრეზიდენტმა ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ყოფილი მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი. ბრძანებულებაში თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზები არ იყო მითითებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×