რეზონანსი
03.08.2025

გამოცემა „ბათუმელებისა" და „ნეტგაზეთის" დამფუძნებელი

მზია ამაღლობელი საკუთარ სისხლის სამართლის საქმეზე 4 აგვისტოს დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა ჩანიშნული.

სასამართლოს წინა სხდომაზე, სადაც ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა დაასრულეს, მზია ამაღლობელმა თავად მოითხოვა თავისი დასკვნითი სიტყვის გადადება, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

შესაძლოა ხვალვე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადოს.

სასამართლოში ადვოკატებმა მზია ამაღლობლის უკანონო პატიმრობაზე გაამახვილეს ყურადღება. მათი განცხადებით, მედიამენეჯერის საქმე პოლიტიკურია და ხელისუფლება ძალაუფლებას ბოროტად იყენებს.

თავის მხრივ, პროკურატურა მზია ამაღლობელის ადვოკატებს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს.

ადვოკატის მაია მწარიაშვილის განცხადებით, პროკურორების აღნიშნული შეთავაზება „სამართლებრივი მანიპულირებაა".

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, თითქმის შვიდი თვის განმავლობაში მზია ამაღლობლის სისხლის სამართლის საქმე განიხილებოდა, ამ დროის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები და თავად ელჩები პროცესს აკვირდებოდნენ.

მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლო სხდომაზე დასასწრებად საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც იმყოფებოდა.

ცნობისთვის, გამოცემა „ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×