რეზონანსი
04.08.2025

ჩვენი მიზანი ის კი არ არის, რომ ვინმე დავსაჯოთ და დაპირისპირების კიდევ უფრო მეტ სპირალში შევიდეთ, არამედ ის, რომ ამ გაკვეთილებმა უნდა გვასწავლოს ერთი რამ - მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა პოზიციაზეა, მთავარია, ერთმანეთი გვიყვარდეს, კიდევ უფრო მეტი პატივისცემა გვქონდეს, მით უმეტეს მაშინ, როცა სახელმწიფოს მმართველობაზეა საუბარი,- ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა კომისიის ბოლო სხდომაზე განაცხადა.

როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, საქართველომ „მძიმე ქარტეხილებს გაუძლო პრინციპებზე დაყრდნობით და არა ქიშპობით, პატარა კაცობით და სიბოროტით“.

„მინდა ვისურვო, რომ ჩვენ უფრო მეტი სიყვარულით, უფრო მეტი თანადგომით მოვეპყროთ ერთმანეთს. ქართველები არ ვართ ბევრი, ვართ ცოტა, თუმცა ვართ ქართველები და ვიტყოდი, რომ სწორედ ამაშია ფენომენალურობა და განსაკუთრებულობა.

ჩვენი მიზანი ის კი არ არის, რომ ვინმე დავსაჯოთ და დაპირისპირების კიდევ უფრო მეტ სპირალში შევიდეთ, არამედ ის, რომ ამ გაკვეთილებმა უნდა გვასწავლოს ერთი რამ - მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა პოზიციაზეა, მთავარია, ერთმანეთი გვიყვარდეს, კიდევ უფრო მეტი პატივისცემა გვქონდეს, მით უმეტეს მაშინ, როცა სახელმწიფოს მმართველობაზეა საუბარი.

არაფერი არ ღირს იმად, ვიდრე არის ჩვენი ქვეყანა, ვიდრე არის ჩვენი, ქართველი ხალხი. ამიტომ, გვიყვარდეს და ურთიერთპატივისცემით წავწიოთ ჩვენი ქვეყანა წინ. რაც მთავარია, გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა. ამ ყველაფერმა უნდა გვასწავლოს ერთი რამ - რასაც აკეთებდნენ ჩვენი დიდი წინაპრები, რასაც აკეთებდა მრავალი საუკუნის განმავლობაში ქართველი ხალხი ურთიერთთანადგომით, ქვეყანაზე ზრუნვით, სამშობლოს სიყვარულით. ბუნებრივია, რომ ამ მძიმე ქარტეხილებს გაუძლო ჩვენმა ქვეყანამ და აქამდე ის არ მოსულა არც პატარა კაცობით, არც სიბოროტით, არც ქიშპობით და არც სახელმწიფოს ინტერების დაზიანებით. ეს ქვეყანა მოვიდა და გადარჩა სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით. ამიტომ, ყველას გასაგონად მინდა ვთქვა - მინდა ვისურვო ურთიერთპატივისცემა, ურთიერთსიყვარული და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ქვეყნის სიყვარული და მისი ინტერესების პირველ ადგილზე დაყენება. მწამს და ნამდვილად მჯერა იმის, რომ ნამდვილად ეს ასე იქნება. ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება და კიდევ უფრო მეტად ნათელი და სიყვარულით განმსჭვალული იქნება“,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ - „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე“ მუშაობა დაასრულა და 430 გვერდისგან შემდგარი დასკვნის პროექტი წარადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×