რეზონანსი
04.08.2025

ჩვენ სამართლებრივ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც კანონი კანონობს ნებისმიერი ადამიანისთვის, ელჩი იქნება, პოლიტიკოსი იქნება, მეწარმე იქნება, ჟურნალისტი თუ არ აქვს მნიშვნელობა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ, გერმანიის ელჩის მიერ ხაზარაძეების ოჯახისგან ბინის დაქირავებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ამ შემთხვევაშიც საქმე გვქონდეს თაღლითობასთან.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ ინდულგენცია არ არის არც ერთი პროფესია ჩვენს ქვეყანაში კანონთან მიმართებით. საერთოდ არ არის გასაკვირი, როდესაც ვხედავთ კიდევ ერთხელ კონვენციის დარღვევას, კიდევ ერთხელ პარტმუშაკის განცხადებებს ელჩის მხრიდან. შემდეგ ბატონი ხაზარაძის და მისი გუნდის დესტრუქციულ განცხადებებს. რა გასაკვირია, რომ აქ იკვეთებოდეს თაღლითობის კიდევ ერთი კომპონენტი იმ დიდ თაღლითობასთან, რომელი თაღლითობაც მათ ჩაიდინეს ქვეყნის და არა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

შემოსავლების სამსახური ხაზარაძის ოჯახის მიერ გერმანიის ელჩისთვის ფართის მიქირავებაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშული, საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×