რეზონანსი
04.08.2025

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, ლიეტუვის მთავრობის გადადგომას ეხმიანება, რომელიც კორუფციულ სკანდალს უკავშირდება.

ჩაკვეტაძემ ლიეტუვის მთავრობის შესახებ გავრცელებული ამბავი „ნაციონალური მოძრაობის“ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას შეადარა, როდესაც მოთხოვნილი ვადამდელი არჩევნების ფონზე, ყოველ ჯერზე, თავად აქვთ პარტიაში არჩევნები.

„ჩვენ გადადგომას ითხოვდნენ და კორუფციის სკანდალის გამო, ლიეტუვის მთავრობა გადადგა…

„ნაცების“ არჩევნებივითაა, ვადამდელის მოთხოვნის ყოველ ჯერზე, თვითონ აქვთ პარტიაში არჩევნები“, - წერს ჩაკვეტაძე Facebook-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×