რეზონანსი
05.08.2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმაურება ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სამწუხაროა ფაქტი, რომ ამ განცხადებებს ევროკავშირის და მისი ელჩი საქართველოში მშვიდად უსმენენ და რეაქცია არ აქვთ.

„ფაქტია ერთი რამე, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ გარედან მართული ძალები ცდილობენ ყველანაირი ფლანგიდან რაიმენაირად ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება. შედეგი რა იქნება ჩვენ ვიცით. დამხობაზე, რომ ლაპარაკობენ ეს ერთი უბედურებაა. ეს არის ის მეთოდი, რომლითაც ხვდებიან, რომ სხვანაირად ვერ მოვლენ ისინი ხელისუფლებაში. დემოკრატიულ მანდატს ხალხისაც მწამებლები და თაღლითები ვერასდროს ვერ მიიღებენ. ამიტომ გასაგებია, რომ ახლა ღიად აცხადებენ, რომ ძალადობის მეთოდზე გადადიან. 

გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ, რომ ეს ხალხი „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრები არიან, რომლებიც ლაპარაკობენ ძალადობრივ გადატრიალებაზე საქართველოში. ეს ისე, ევროკავშირის ღირებულებებზე, რომ დავფიქრდეთ, რას ნიშნავს. თუმცა, რომ მოვლენ რასაც გააკეთებენ, ხომ ზეპირად ვიცით. ხომ ვაკვირდებით მათ „ენჯეოებს“ და მათ აქტივისტებს! მათ შორის გუშინ იყო პირდაპირ მკვლელობით მუქარა. ამ ხალხს ერთი გრამი ძალაუფლებაც, რომ მისცე პირდაპირ კედელთან მიაყენებენ ყველას ვინც მათ არ ეთანხმება და როგორც ერთ-ერთმა ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებულმა ადამიანმა თქვა შუბლში ტყვიას დაახლიან. ეს თქვა ევროკავშირის ხელფასზე მყოფმა ადამიანმა და პაველ ჰერჩინსკიმ არც კი იკადრა, რომ დაეგმო მისი გადახდილი ხელფასით ადამიანი, რომ მუშაობს და ამბობს, რომ ტყვია უნდა დაახალოს დეპუტატებს შუბლში. ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც გვაქვს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×