რეზონანსი
05.08.2025

"მათ ენაზე ვეტყვი - რა "მელკი" ხალხიც არიან, ისეთივე "მელკი და მეშჩან" თემებს დასდევენ"- ასე მიმართავს "ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერი გრიგოლ გეგელია "ქართულ ოცნებას" და გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის მიერ მამუკა ხაზარაძის მეუღლის უძრავი ქონების ქირავნობის საკითხთან დაკავშირებით პროპაგანდისტული მედიისა და "ქართული ოცნების" წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. 

"ბოლო რამდენიმე დღეა, ოლიგარქის ლეკვების შეტევის მთავარი ობიექტი "ლელო - ძლიერი საქართველო" გახდა, გასაგებია ვაწუხებთ..."- დაწერა ოპოზიციონერმა. 

პირველ რიგში საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ მამუკა ხაზარაძეს და მის შექმნილ კომპანიებს წელიწადში ასობით მილიონი შეაქვს ქვეყნის ბიუჯეტში, შესაბამისად ამ ოჯახის მილიარდობით გადასახადია ქვეყნის ეროვნულ ბიუჯტეში შეტანილი წლების განმავლობაში, და რომ არა ეს ყოვლად კორუფციის ჭაობში ჩამხრჩვალი ხელისუფლება ეს თანხები უნდა ხმარდებოდეს სწორედ ქართველი ხალხის სოციალურ ეკონომიკურ განვითარებას. 

ამიტომ განსხვავებით ტოტალურ კორუიფციაში ჩამხრჩვალი პაპუაშვილსიგან მდინარაძისგან და კობახიძისგან, თუ ვინმეს აქვს შეტანილი თანხები ეროვნულ ბიუჯეტში და არა გამოტანილი და მოპარული, ეს არის სწორედ მამუკა ხაზარაძე. 

რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, ეს არის მარტივი საკითხი, რომელსაც პროპაგანდისტული მედია ლამის მთელი კვირაა თითზე იხვევს, მაგრამ ყველაფერი არის მარტივად, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას. პრობლემა იქნა ოჯახის მიერ აღმოჩენილი და ამას ხაზი მინდა გავუსვა. ოჯახის მიმართვის საფუძველზე მიეცა ამ ყველაფერს მსვლელობა და ოჯახის ინიციატივითვე ამოიწურა ეს საკითხი სრულად", - აღნიშნავს გეგელია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×