რეზონანსი
06.08.2025

 ყველა მედიასაშუალებას დიდ მადლობას ვუხდი თანადგომისთვის, ასეთი დეტალური გაშუქებისთვის - პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ,- ამის შესახებ ექიმმა, გიორგი ახობაძემ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდგომ განაცხადა.

„ყველა მედიასაშუალებას დიდ მადლობას ვუხდი თანადგომისთვის, ასეთი დეტალური გაშუქებისთვის. ალბათ, სახლში რომ მივალ, შოკში ჩავვარდები, ისეთი მხარდაჭერა მქონდა თქვენგან. პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ.

არ მჯერა, აქ რომ ვარ ახლა, მადლობა გვერდში დგომისთვის.

ძალიან მიყვარხართ ყველა - ბრძოლა ბოლომდე“, - მიმართა სასამართლოს ეზოში საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს გიორგი ახობაძემ.

“ბოლომდე“ - სკანდირებდნენ სასამარლოს ეზოში შეკრებილები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×