რეზონანსი
08.08.2025

დილიდან ხალხმრავლობაა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე - გმირებს პატივს მიაგებენ, მათ ისტორიებს კი ოჯახის წევრები ჰყვებიან.

"გიორგი აიყვანეს ტყვედ 8 აგვისტოს და შემდეგ, როგორც ვიცი, 9 აგვისტოს არის დაღუპული. დროშას არ დაადგა ფეხი, [უთხრეს] მიწას აკოცეო და არ აკოცა. გიორგი ყოველთვის ასე იზამდა. წლებთან ერთად მონატრება და ცრემლები გროვდება, არაფერი არ იცვლება, პირიქით, ყველაფერი უფრო მძიმე ხდება. 8 აგვისტო განსაკუთრებით მძიმეა," - აღნიშნა გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ, მაკა ჩიკვილაძემ.

"ბათუმის 24-ე ბრიგადაში მსახურობდა ჩემი ძმა. უყვარდა საკუთარი ქვეყანა და შეეწირა საქართველოს სიყვარულს. ომი არ ინდობს არავის, არც დიდს, არც პატარას და არც მოხუცს. დედებს მადლობას ვუხდი ასეთი შვილების აღზრდისთვის," - განაცხადა სერჟანტ ზურაბ ნაჭყებიას ძმამ, რევაზ ნაჭყებიამ.

რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 17 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2 000-ზე მეტი დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 10 000-ით ადამიანი - ეს რუსეთის აგრესიის შედეგია. 5-დღიანი საბრძოლო მოქმედებები მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად შეწყდა- 2008 წლის აგვისტოში ოკუპანტებმა 50-ზე მეტი სოფელი გაანადგურეს. ამ დრომდე, რუსი სამხედროები აკონტროლებენ 100-ზე მეტ ქართულ სოფელს. საქართველოს მოქალაქეებს მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები ყოფს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×