რეზონანსი
09.08.2025

მათ მიერ დასახელებული მერობის კანდიდატები, საარჩევნო წონას არ ფლობენ, - განაცხადა მედიასთან საუბარში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ მერობის საერთო კანდიდატებზე.

„რადიკალური ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“. მათი სტრატეგიაა, გაიყონ შუაზე, ნაწილმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და შემდეგ უკვე შიგნიდან მოახდინონ, თუნდაც თითო წარმომადგენლით საკრებულოებში არეულობა.

ვფიქრობ, მათ მიერ დასახელებული მერობის კანდიდატები, საარჩევნო წონას არ ფლობენ. ელისაშვილმა საკუთარი თავი თავადვე აქცია კომიკურ ფიგურად. რაც შეეხება მერაბ სეფაშვილს, არ მგონია, მათ ემღერებოდეთ, მაგრამ თუ მაინცდამაინც მომღერალი სურთ, მაშინ სეფაშვილს მოუწევს რეპერტუარის შეცვლა. თუ ის აქამდე მიხეილ სააკაშვილს უმღეროდა, რომ მისი გმირი იყო, ახლა იმღეროს „გინდ მეძინოს მაინც სულში მიზიხარ,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×