რეზონანსი
09.08.2025

„თუკი წინა ბრძოლების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, დოლიძე უფრო მეტ თანხას მიიღებს, ვიდრე ერნანდესი“, - წერს გამოცემა Sportskeeda.

MMA-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე, UFC Fight Night-ის ეგიდით, საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ-15-ის მე-10 პოზიციაზე მყოფ ენტონი ერნანდესს შეხვდება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა თანხა შეიძლება გამოიმუშაოს დოლიძემ ერნანდესთან ჩხუბის შედეგად:

Sportskeeda-ს ინფორმაციით, ქართველი მებრძოლის დაახლოებითი შემოსავალი 300 000 აშშ დოლარს უტოლდება, ერნანდესის კი - 200 000 დოლარს.

ცხადია, თანხების გადანაწილებაზე გავლენა ექნება იმას, თუ რომელი მებრძოლი დარჩება გამარჯვებული, თუმცა, გამოცემა, ამის მიუხედავადაც, ვარაუდობს, რომ დოლიძის შემოსავალი უფრო მაღალი იქნება.

რომან დოლიძისა და ენტონი ერნანდესის ბრძოლა UFC Fight Night-ის ამ უიქენდის მთავარი მოვლენაა. დაპირისპირება თბილისის დროით, 10 აგვისტოს 06:00 საათიდან არის დაგეგმილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×