რეზონანსი
11.08.2025

გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომ მეტი მშვიდობით, მეტი კეთილდღეობითა და მეტი წინსვლით ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე, - განაცხადა მედიასთან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

„ჩვენი ამოცანაა, თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებით, შესაბამისად უფრო მეტი უფლებამოსილებებით, უფრო მეტი ფინანსური და ეკონომიკური აქტივობებით შესაძლებელი გახდეს, რომ თითოეულ ადამიანამდე იყოს მისული ის ეკონომიკური წინსვლა, რომელიც მშვიდობიანი პოლიტიკიდან გამომდინარე „ქართული ოცნების“ დამსახურებით, ქართველი ხალხის გვერდით დგომით, ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყოფილია.

მთავარია, თითოეულ ადამიანზე აისახოს ეს ეკონომიკური წინსვლა. სწორედ ამისთვის არის უმნიშვნელოვანესი, რომ მუნიციპალური საკითხები მუნიციპალიტეტის დონეზე გადაწყდეს და მუნიციპალიტეტს ჰყავდეს ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც ყოველდღიურად იზრუნებს ადამიანის თითოეულ გამოწვევაზე“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×