რეზონანსი
11.08.2025

დღევანდელი კვლევებიდან გამომდინარე ოპოზიციურ პარტიებს არავითარი შანსი არ აქვთ მერის არჩევნებში მოგების, მაქსიმუმ ისინი შეძლებენ, სხვადასხვა საკრებულოში დეპუტატის შეყვანას ან ფრაქციის შექმნას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რეგიონებში მერობის კანდიდატები დასახელების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის იმ საბოტაჟის შედეგი, რომელსაც ოპოზიცია საკუთარი სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ახორციელებდა.

„ერთადერთი რეალური ამოცანა, რაც შეიძლება, ჰქონდეს ამა თუ იმ ოპოზიციურ პარტიას, ეს არის დეპუტატის შეყვანა, მაქსიმუმ ფრაქციის შექმნა სხვადასხვა საკრებულოში. დღევანდელი კვლევებიდან გამომდინარე  ეს არის რეალური სურათი. არავითარი შანსი არ აქვთ, რომ მოიგონ მერის არჩევნები. ეს არის იმ საბოტაჟის შედეგი, რომელსაც ახორციელებდნენ საკუთარი სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. ამ საბოტაჟმა დაასუსტა ოპოზიციური პარტიები, რადიკალური ოპოზიცია. ამის შედეგებს იხილავენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×