რეზონანსი
11.08.2025

საფიქრალია, რომ ჰააგის სასამართლოში საქართველოს სარჩელის განხილვა რუსეთისთვის ძალიან ცუდად ვითარდება და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ამის შესახებ ცხადია ინფორმაციას ფლობს , - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, პატიმრობაში მყოფი, ნიკა გვარამია წერილში წერს,რომელიც მის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

როგორც გვარამია “ფეისბუკ” პოსტში წერს, საქართველოსთვის ომის დაწყების გადაბრალება ერთადერთი შანსია, რომ საქმე რუსეთის სასარგებლოდ შემობრუნდეს.

“ასევე, ცხადია, "ომი საქართველომ დაიწყო", ნათქვამი დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, ერთადერთი შანსია საქმე რუსეთის სასარგებლოდ შემობრუნდეს.

სავარაუდოდ, ეს მოღალატეობრივი ისტერიკა ამიტომ მოაწყო ქოცობამ. არ გამოვრიცხავ, საერთოდ ისიც ქნან, რომ სასამართლოს საქმის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართონ წულუკიანის "დასკვნის" და მის გამო დაწყებული "გამოძიების" საფუძველზე ან ამავე საფუძველზე ეს რუსეთმა ქნას.

ვინც არ იცის, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო მხოლოდ მაშინ ერთვება საქმეში, როცა ომის დანაშაულის გამოძიება არ ან ვერ ხდება რომის სტატუტის ხელშემკვრელი მხარის მიერ”, - წერია გვარამიას წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×