რეზონანსი
11.08.2025

13 აგვისტოს ევროპელი ლიდერების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით საგანგებო ვირტუალური სამიტი გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

Politicoს ცნობით, ალასკაზე, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამდე ორი დღით ადრე, გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მოწვევით ონლაინ ფორმატში უმაღლესი დონის საგანგებო სამიტი გაიმართება.

გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის განცხადებით, ლიდერები რუსეთზე ზეწოლის ვარიანტების, რუსეთის მიერ დაკავებული უკრაინული ტერიტორიების, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისა და პოტენციური სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხებს განიხილავენ.

დღის განმავლობაში ორი ვირტუალური შეხვედრა გაიმართება.

პირველ შეხვედრაში, რომელიც ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დაიწყება, მონაწილეობას ფინეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და პოლონეთის ლიდერები, ასევე, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე მიიღებენ.

მეორე შეხვედრა ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყება და ევროპელ ლიდერებს, ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის შედგება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×