რეზონანსი
11.08.2025

სამწუხაროდ, ევროკავშირის ომის მომხრე პოლიტიკოსები პარასკევამდე დარჩენილ ყოველ დღეს იყენებენ, რათა ძირი გამოუთხარონ მშვიდობისკენ მიმავალ გზას და საბოტაჟი მოუწყონ ტრამპი-პუტინის შეხვედრის წარმატებას, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკა-რუსეთის შეთანხმება მშვიდობის საუკეთესო შანსს იძლევა.

„ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით ცეცხლის შეწყვეტის, სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და დიპლომატიური არხების ღიად დატოვებისკენ, მაშინაც კი, როცა ამის გამო ევროპელი და ამერიკელი ყოფილი პოლიტიკური ლიდერების თავდასხმის ობიექტები ვხდებოდით", - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

„უნგრეთს სურს, რომ სამიტი წარმატებული იყოს, მზად არის, გასწიოს ყველა საჭირო მხარდაჭერა და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს მისი დაბლოკვისა თუ საბოტაჟის მცდელობები", - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×