რეზონანსი
11.08.2025

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ოპონენტების მიერ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან 40-ჯერ შეიცვალა ხელშეკრულება; მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციაშიც კი ჩაიწერა ანაკლიასთან დაკავშირებული ჩანაწერი იმისთვის, რომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს შესაძლებლობა ჰქონოდათ, აეშენებინათ ანაკლიის პორტი და ეს პორტი ვერ და არ ააშენეს და დადასტურებულად ვიცით, რომ ეს ყველფერი მათი ბრალია. თვითონვე აქვთ დადასტურებული - პოლიტიკაში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოვიდნენ, რომ ანაკლიის პორტი იყო შუაშიო, ახლა ბედავს და განცხადებას აკეთებს ისევ და ისევ ანაკლიის პორტზე. უტიფრობაა ჩვეულებრივი!", - განაცხადა გორდულაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძემ პროცესები ვაშინგტონისა და პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში წააგეს, პასუხისმგებლობას მაინც ხელისუფლებას აკისრებენ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. უწყების ცნობით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×