რეზონანსი
11.08.2025

პუტინი ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულებისთვის არ ემზადება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში განაცხადა.

„დღეს დაზვერვისა და სამხედრო სარდლობის ანგარიში გვქონდა იმის შესახებ, თუ რა მოლოდინი აქვს პუტინს და სინამდვილეში, რისთვის ემზადება. კერძოდ, სამხედრო მზადებასთან დაკავშირებით. ცალსახად, ის ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულებისთვის არ ემზადება", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთს ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე ახალი ოპერაციებისთვის გადაჰყავს.

„არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ რუსებმა ომის შემდგომი ვითარებისთვის მოსამზადებლად სიგნალები მიიღეს. თავიანთი ჯარები ისე გადაჰყავთ, რომ ახალი შეტევითი ოპერაციებისთვის ემზადებიან", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×