|

"კურიერის" ინფორმაციით, ირაკლი კუპრაძე და ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიასთან შესახვედრად გაემგზავრნენ. "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი და "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, გიორგი გახარიამ დაიბარა, რადგან პარტიები 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატებზე ვერ თანხმდებიან.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი "ლელოს" და გახარიას პარტიის წარმომადგენელს ურჩევს, საქართველოში გიორგი გახარიასთან ერთად დაბრუნდნენ და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.
"თუ რამე შეგვიძლია მათ ვურჩიოთ, ეს არის ის, რომ თავის ლიდერთან ერთად დაბრუნდნენ საქართველოში და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკური იწილო-ბიწილო. სიებზე შეთანხმება იმ დროს, როდესაც შესაძლოა ვერც ერთი კანდიდატი ვერ შეიყვანონ საკრებულოებში ღიმილის მომგვრელია. გასაგებია რომ ვერ თანხმდებიან, რადგან ამ ადამიანების ერთობა არის არა მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ საკუთარი პოლიტიკური ამბიციებიდან გამომდინარე. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. საბოლოო ჯამში, ერთი სია იქნება, ორი თუ ოცდაათი, ექნებათ ის შეფასება, რომელსაც იმსახურებენ მოსახლეობის მხრიდან", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
რუსთავი 2
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|