რეზონანსი
13.08.2025

შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, შოთა გეწაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ლიხტენშტაინის მემკვიდრე პრინცს, მის უდიდებულესობა ალოისს, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, ელჩმა მადლობა გადაუხადა პრინცს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.

„საუბარი შეეხო საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, ხაზი გაესვა ქვეყანაში განხორციელებულ მსხვილ ეკონომიკურ პროექტებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

სიგელების გადაცემის ცერემონიის დაწყებამდე, მთავრობის სასახლეში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა ელჩსა და ლიხტენშტაინის ვიცე- პრემიერს, საგარეო საქმეთა, გარემოსა და კულტურის მინისტრს, საბინე მონაუნისა და საგარეო საქმეთა ოფისის დირექტორს, მარტინ ფრიკს შორის. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. შოთა გეწაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზაობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×