რეზონანსი
14.08.2025

[ვახუშტი მენაბდის] დედა, მარინე თოფურია ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ხელმძღვანელია ევროკავშირის დაფინანსებით და ასევე, საბიუჯეტო დაფინანსებით ოცნებისგან" - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს. 

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვახუშტი მენაბდის მიერ დღეს გაკეთებული კიდევ ერთი განმარტების შემდეგ ანა წითლიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ 2024 წლეს, გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, ვახუშტი მენაბდის დედამ "ქართული ოცნებისგან" დაფინანსება მიიღო. 

“მოდი ასე დავიწყოთ

მამის და ძმის ბიზნესებზე მენაბდეს გუშინ დილით გაუგია. 

ნეტავ დედაზე რა ხდება?

ეს 2023 წელია. 

ვახუშტი მენაბდის დედა ქართულ ოცნებასთან ერთად იმყოფება ბელგიაში ოფიციალური ვიზიტით. 

მარინე თოფურია ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ხელმძღვანელია ევროკავშირის დაფინანსებით და ასევე, საბიუჯეტო დაფინანსებით ოცნებისგან. 

მეორე სქრინი უკვე 2024 წლისაა ანუ რუსული კანონის შემდეგ, სადაც საუბარია ოზურგეთის მერიასთან ერთობლივი პროექტის დაფინანსებაზე რის გამოც ქალბატონ მარინას სახელმწიფო დაფინანსება აქვს. 

ქალბატონ მარინას ფბზე ბევრი ფოტო აქვს ქოცებთან, მაგრამ მე ვერ ვიპოვე ვერც ერთი მხარდაჭერის პოსტი სინდისის პატიმრებზე, მაგალითად მზია ამაღლობელზე. 

Vakhushti Menabde - იქნებ შენ დამეხმარო?”- წერს ანა წითლიძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×