რეზონანსი
16.08.2025

ემიგრანტების იმედი შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს. გარდაიცვა 25 წლის ანი ძამაშვილი:

"მიწამ როგორ უნდა მიგიღოს ანი. გითანაგრძნობთ ყველას ვინც იცნობდით თუ არ იცნობდით ამ სიყვარულის გოგოს აღარ ყოფნას... 25 წელი დასრულდა წამში. დაკრძალვა კვირას  12:30-ზე მარტყოფში.

ძლიერი და ჯანმრთელი იყავი, მაგრამ ამ ცხოვრების სისასტიკემ არც შენ დაგტოვა ხელშეუხებელი  დატოვე ეს წუთისოფელი და დაიდე ბინა უფლის სამკვიდროში. ტკივილებით დაღლილო შენ იყავი სიყვრულისა და სიკეთის მასხივოსნებელი ადამიანი, სამტროდაც ვერ გაიმეტებდი ადამიანს...

გლოვობს ჩემი ვაზიანი გითანაგრძნობთ ამ დიდ ტკივილს  ჩემო ვაზიანელებო.

ღმერთო როგორ ჩამწყდა გული... ასე ახალგაზრდა ანი...

"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს... ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა.

როგორ გვატკინე გული ყველას,  საუკეთესო ადამიანი იყავი მშვიდად განისვენე იქ, სადაც მართალი განისვენებენ..." - დაწერა შოთო სიხარულიძემ.

როგორ კომენტარებში წერენ, გოგონა ბოლო პერიოდში მძმედ იყო ავად.

"გარკვეული პერიოდი ეპილეფსიურ სეფსისს და კიდევ რამდენიმე დაავადებას ერთად ებრძოდა თურქეთში გადაიყვანეს, მაგრამ ვერაფერი უშველეს ბოლოს იმდენად მძიმედ იყო რომ ოპერაციას ვეღარ უკეთებდნენ, აზრი არ ჰქონდა" - წერენ კომენტარებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×