რეზონანსი
17.08.2025

"ოპოზიციის წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული „ანალიტიკოსები“ აგრძელებენ დესტრუქციულ ნარატივს. კუპონა, ისევე როგორც დარჩიაშვილი და ნოდია, ზუსტად იმეორებს ოპოზიციის მესიჯ-ბოქსს. ომის შესაძლო დასრულების პერსპექტივა ოპოზიციაში და მათ წევრებში სინანულსა და აშკარა გაღიზიანებას იწვევს.” - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ რომან გოცირიძის, გია ნოდიას და დავით დარჩიაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით.

ექსპერტის თქმით, ისინი ვეღარ მალავენ იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ მათთვის მთავარი არა საქართველოს არამედ, დიფ სთეითის ინტერესებია — ინტერესები რომელიც ომზე, დაპირისპირებასა და ნგრევაზე დგას.

“მაშინ, როცა დონალდ ტრამპი მსოფლიო მშვიდობისთვის იბრძვის, ქართული ოპოზიცია ფსონს ომზე აკეთებს.

ისინი არ მალავენ კმაყოფილებას იმით, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებების გარეშე დასრულდა. უფრო მეტიც – ტრამპს შეხვედრის ფაქტისთვისაც კი აკრიტიკებენ.

თავად კუპონაც კი – რომლის პროგნოზები არასერიოზულობით არის გამორჩეული (თუ მას დავუჯერებთ, დღეს ლარი აღარ უნდა არსებობდეს) – ტრამპის წინააღმდეგ საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი შეფასებები სერიოზულად აღსაქმელი არ არის, ის მაინც საინტერესოა ერთი კუთხით: კუპონა, ისევე როგორც დარჩიაშვილი და ნოდია, ზუსტად იმეორებს ოპოზიციის მესიჯ-ბოქსს.

ომის შესაძლო დასრულების პერსპექტივა ოპოზიციაში და მათ წევრებში სინანულსა და აშკარა გაღიზიანებას იწვევს. ისინი ვეღარ მალავენ იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ მათთვის მთავარი არა საქართველოს არამედ, დიფ სთეითის ინტერესებია — ინტერესები რომელიც ომზე, დაპირისპირებასა და ნგრევაზე დგას”, - წერს ჩიხელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×